კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის
რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: დარეჯან აბაშიძე
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 28.
03. 2019 წელი.
25.04.2019 წელი
30.05.2019 წელი
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა: ,,ანიმაციური ფილმების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში“
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი:
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა
და განხილული საკითხები.
სამუშაო შეხვედრა მოიცავდა სამ დღეს, შეხვედრებს ორგანიზება
გაუკეთა დაწყებითების პედაგოგმა ინგა მერაბიშვილმა . კარიერული წინსვლისთვის მჭირდებოდა სტანდარტული გაკვეთილების
ჩატარება. ამიტომ, ძალიან მომეწონა ჩემი
კოლეგის, ინგა მერაბიშვილის შემოთავაზება.
შეხვედრა N
1
მიზანი: •,,ანიმაციური ფილმების კავშირების გამოყენების
არსის გააზრება“.
28/03/2019
პირველ შეხვედრაზე მოხდა
კოლეგების ინფორმირება აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით. განვიხილეთ სხვადასხვა
საგნებში ანიმაციური ფილმების გამოყენების მნიშვნელობა. ვიმსჯელეთ სწავლების ასეთი მიდგომების უპირატესობებზე.
ანიმაციური ფილმები ამაღლებს მოტივაციის
და აუმჯობესებს ვიზუალური მეხსიერების
განვითარებას. კოლეგებთან შეხვედრებზე ასევე განვიხილავდით საგანთა შორის კავშირების
გამოყენების მნიშვნელობასა და უპირატესობებს.
შეხვედრა N 2
მიზანი: სტრატეგიების განხილვა
25.04. 2019-ში შედგა მეორე შეხვედრა. მეორე შეხვედრაზე განვიხილეთ ეფექტური
სტრატეგიები, რაც გულისხმობდა ანიმაციური ფილმების
ჩართვას საგაკვეთილო პროცესში,
რომელიც უზრუნველყოფდა სწავლის ხარისხის გაზრდას სხვადასხვა
საგნებში. ასეთი გაკვეთილები კარგ ეფექტს იძლევა მოსწავლეებში განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე დაწყებით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებს ეხება, დაწყებითებში საგნები ძირითადად ინტეგრირებულად
ისწავლება. ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
კი ხშირად ვიზუალური მასალის გამოყენებას მოითხოვს.მისი ხშირი და სწორი გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში, სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას და აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. შევთანხმდით, შემდეგ შეხვედრამდე
გამოგვეყენებინა ანიმაციური ფილმები ჩვენს საკლასო ოთახებში. შეხვედრების ფარგლებში კი დაიგეგმა
„დისკუსიის საათი“, რომელიც გულისხმობდა მასწავლებლების მხრიდან შემოთავაზებული
თითოეული იდეის/საკითხის დეტალურ განხილვასა და მსჯელობას.
შეხვედრა N
3
მიზანი:
საგაკვეთილო პროცესში გამოყენება.
30.05.2019-ში შედგა პედაგოგების მესამე შეხვედრა,
სადაც განვიხილეთ პედაგოგების მიერ ჩატარებული გაკვეთილები ანიმაციური ფილმების გამოყენებით,
გაიმართა ,,დისკუსიი საათი“, ვიმსჯელეთ როგორ იმუშავა შეხვედრებზე მიღებულმა რეკომენდაციებმა,
ჰქონდა თუ არა შედეგი და გაიზარდა თუ არა მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,
მოხდა ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი, სასწავლო მიზნისა და სტრატეგიების განსაზღვრა, მოსწავლეთა შედეგების მონიტორინგისა და შეფასების
შემდეგ განიზასღვრა სამომავლო ნაბიჯები. ერთმანეთისგან. მივიღეთ რეკომენდაციები და
რჩევები. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების
უკუკავშირი. მათ მიერ მოცემულ რეკომენდაციები, მათი გამოცდილების გაზიარება, რასაც
აუცილებლად გავითვალისწინებ შემდეგში ანიმაციური
ფილმებით გაკვეთილების დაგეგმვისას.შევთანხმდით ,რომ ურთიერთთანამშრომლობა და გაკვეთილების
ჯგუფურად დაგეგვა ბევრად უფრო დადებით შედეგს იძლევა და კოლეგებისაგან მიღებული უკუკავშირი და გამოცდილებების გაზიარება , ჩვენი
სამომავლო წარმატების ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ფაქტორია.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
მე როგორც ქართული ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ ჩემს მიერ გადაცემული ცოდნა ადვილად დასამახსოვრებელი და საგანთა შორის გამოსაყენებელი იყოს მოსწავლეთა მიერ პრაქტიკაში. შეხვედრებში მიღებულ ცოდნას და უნარებს აქტიურად განვახორციელებ პრაქტიკაში. საგაკვეთილო პროცესში აუცილებლად გამოვიყენებ მულტი-მედიასაშუალებებს, რომელიც გამოიწვევს მოსწავლეთა გახალისებას და გაზრდის მათში მოტივაციას. ასევე გამოვიყენებ დიფერენცირებულ და სახალისო სტრატეგიებს, რომელიც დამეხმარება გაკვეთილის მიზნით გათვალისწინებულ შედეგებზე გასვლაში.
ჩემი აზრით, კოლეგებთან შეხვედრები და გამოცდილების გაზიარებები პროფესიული განვითარების ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა. სწორედ მაშინ ხდება მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაუმჯობესება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მონაცემები საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სწავლა-სწავლება, რისი გაუმჯობესებაა საჭირო მოსწავლეთა აღზრდის, გონებრივი ესთეტიკური განვითარებისა და გემოვნების ჩამოყალიბების კუთხით. თანამშრომლობის შედეგად მიღებული გამოცდილება დამეხმარება ჩემი საქმიანობის სწორად ორგანიზება, რადგან კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული
ზრდა წარმატების საწინდარია.
|
როგორ გამოიყენეთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილება
მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
ანიმაციური ფილმებით გაკვეთილების
დაგეგმვისას მოვახდენ დროის სწორად განაწილებას და დავაკვირდები მოსწავლეების ცოდნის მიღების პროცესს, მივცემ საშუალება
ხშირად გააკეთონ თვითრეფლექსია, აღმოაჩინონ
ცოდნის მიღების პროცესში, საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, შესძლონ
საკუთარი ცოდნის მიღების მონიტორინგი, აუმაღლდეთ თვითშეფასება და გაიუმჯობესონ აკადემიური
მოსწრება.ჩემი კოლეგების წარმატებულ პრაქტიკას და ეფექტურ სტრატეგიებს, მოვარგებ
საკუთარი მოსწავლეების ინტერესებს
სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად. გავაგრძელებ
აქტიურ თანამშრომლობას კოლეგებთან ჩემი პროფესიული ზრდისათვის.
|
შენიშვნა:
გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად
შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა,
მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).
კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის
რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: დარეჯან აბაშიძე
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი: 20.
09. 2019 წელი.
15.10.2019 წელი
15/11/2019 წელი
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა: მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლების აქტიური მეთოდების/ სტრატეგიების გაცნობა და მისი გამოყენება
სასწავლო პროცესში.
|
შეხვედრის / შეხვედრების მიზანი:
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა
და განხილული საკითხები.
სამუშაო
შეხვედრა მოიცავდა სამ დღეს, შეხვედრებს ორგანიზება გაუკეთა
ათსწლეულის გამოწვევის ფასილიტატორმა ნინო ყიფიანმა. მან იმსჯელა მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების, სტრატეგიების,
მეთოდების გამოყენების აუცილებლობაზე
სასწავლო პროცესში და გაგვაცნო ამ თემის გარშემო არსებული მასალები.კარიერული
წინსვლისთვის მჭირდებოდა სტანდარტული გაკვეთილების ჩატარება. ამიტომ, ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგის, ნინო ყიფიანის
შემოთავაზება, რადგან მოსწავლეზე ორიენტირებული სტრატეგიების გამოყენება , ბევრად
გამიადვილებდა გაკვეთილის როგორც დაგეგმვას, ასევე მის ჩატარებას და შედეგზე გასვლას.
შეხვედრა
N
1
მიზანი: •მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების აქტიურ მეთოდებზე
მასალის განხილვა, ვიდეო ფილმების ნახვა, მსჯელობა ანალიზი.
20/09/2019
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელოვან
იარაღს წარმოადგენს ისეთი მიდგომები, როგორიცაა კვლევაზე- პრობლემაზე- და პროექტზე
დაფუძნებული სწავლება აღნიშნული სტრატეგიები
უზრუნველყოფს მოსწავლის აქტიურ როლს სწავლების პროცესში და ანვითარებს მაღალ სააზროვნო
უნარებს-აღნიშნა ნინო ყიფიანმა. მან გაგვაცნო ამ თემის გარშემო არსებული მასალები
და განიხილა ყველა ის მეთოდი, რომელიც ასეთი ტიპის სწავლებას უწყობს ხელს. შემდეგ
ვნახეთ ვიდეო მასალა, სადაც გამოყენებულია აქტიური სწავლების მეთოდები, ვიმსჯელეთ
მის დადებით მხარეებზე, მოვახდინეთ შედარება არსებულ სტანდარტულ ლექციურ მეთოდებსა
და მოსწავლეზე ორიენტირებულ აქტიურ მეთოდებს შორის. შევთანხმდით სახლში წაგვეკითხა
და კიდევ უფრო კარგად გაგვეანალიზებინა ეს მეთოდერბი. სასურველი მეთოდების გამოყენებით
დაგვეწერა გაკვეთილის გეგმები, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე განვიხილავდით.
შეხვედრა N 2
მიზანი: ••შემუშავებული გაკვეთილის გეგმების ურთიერთგაზიარება,
დაგეგმილი აქტივობების, სტრატეგიების ეფექტურობაზე
და სავარაუდო შედეგებზე მსჯელობა.(კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული
სწავლება, პროექტზე დაფუძნებული სწავლება, სამეცნიერო პრაქტიკები, სტრატეგია „მმმ“,
მეთოდი ვებ-ძიება,, მეთოდი ვირტუალური ლაბორატორია, მეთოდი მანიპულატივები, სტარატეგია
„ამოიცანი და ახსენი“).
15.10.
2019-ში შედგა მეორე შეხვედრა. ნინო ყიფიანმა
წარმოადგინა საკუთარი გაკვეთილის გეგმა, სადაც გამოყენებული ჰქონდა კვლევაზე დაფუძნებული
სწავლების სტრატეგია. იმსჯელა ამ გეგმის მიხედვით ჩატარებული გაკვეთილის მოსალოდნელ
შედეგებზე, გაგვაცნო ამ გაკვეთილისათვის შესაბამისი შეფასების რუბრიკები. შეხვედრა
ყველასათვის აქტუალური იყო, რადგან განვიხილეთ საკუთარი გაკვეთილის გეგმები, ვიმსჯელეთ რა შედეგზე გაგვიყვანდა ჩვენს
მიერ შერჩეული სტრატეგიები, რა დადებითი მხარეები ჰქონდა მოსწავლეზე ორიენტირებულ
აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებას, გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და მივეცით
რეკომენდაციები. ჩემთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული შეხვედრა, რადგან უკუკავშირმა საშუალება მომცა შემესწორებინა და
სწაორად დამეგეგმა სტანდარტული გაკვეთილი, რომლიც ჩატარე კარიერული წინსვლის მიზნით
და რომელზეც დამესწრნენ შეფასების ჯგუფის წევრები, მათ შორის შეხვედრის ორგანიზატორი
და ფასილიტატორი ნინო ყიფიანი.
შეხვედრა
N
3
მიხანი: •ჩატარებული გაკვეთილების
განხილვა-გაუმჯობესება.
15.11.2019-ში
შედგა მესამე შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ჩვენს მიერ ჩატარებული სტანდარტული გაკვეთილები.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კოლეგების უკუკავშირი. მათ მიერ მოცემულ რეკომენდაციები,
მათი გამოცდილების გაზიარება, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ და გამოვიყენებ სტანდარტული გაკვეთილის ჩატარებისას. მესამე შეხვედრისას გავაანალიზეთ შედეგები. ვისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომელიც გაკვეთილების
მსვლელობისას
აისახა.
მოვახდინეთ ჩატარებული გაკვეთილისა და საკუთარი თავის შეფასება.
დავსახეთ გაუმჯობესების გზები.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
აღნიშნული შეხვედრები ჩემს
პროფესიულ საქმიანობაში მეტად მნიშვნელოვანი
და საინტერესო აღმოჩნდა,
რადგანაც კოლეგების გამოცდილების
ურთიერთგაზიარებამ, მათგან მიღებულმა რეკომენდაციებმა, მომცა საშუალება თავდაჯერებულად
გამომეყენებინა გაკვეთილზე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სხვადასხვა
აქტივობები, რამაც საინტერესო და
სახალისო გახადა საგაკვეთილო პროცესი. შედეგი თვალსაჩინო
გახდა და გაამიადვილდა გაკვეთილზე
დასახული მიზანის მიღწევა. ახლა შემიძლია,
თავისუფლად და მიზანმიმართულად დავგეგმო
და გამოვიყენო მრავალფეროვანი აქტივობები და მეთოდები გაკვეთილზე. გავხადო ჩემი გაკვეთილები
საინტერესო, მოსწავლეზე ორიენტირებული და რაც მთავარია გავიდე ე.ს.გ გათვალისწინებულ
შედეგებზე: გავზარო კვლევაზე ორიენტირებული ციფრული საუკუნისათვის შესაფერისი, მაღალი
სააზროვნო უნარებით აღჭურვილი მოსწავლეები.
|
როგორ გამოიყენეთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილება
მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
ახალმა სტრატეგიებმა, ხელი შეუწყო მოსწავლის საგაკვეთილო
პროცესში მაქსიმალურად ჩართულობას და მათი
თემისა და საგნის მიმართ მოტივაციის ზრდას.
რაც მთავარია შედეგი იყო თვალსაჩინო, რადგან
ყველა მოსწავლემ გაიგო გაკვეთილი, შესძლო პრაქტიკულ და ჯგუფურ მუშაობებში მონაწილეობის
მიღება და საკუთარი აკადემიური შედეგის გაუმჯობესება.
|
შენიშვნა:
გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად
შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა,
მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).
No comments:
Post a Comment