გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  დარეჯან აბასიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-5დ კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
გაკვეთილის თემა: ძალადობის პრევანციის საკითხები, ა. სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლის მიხედვით.“
გაკვეთილის ტიპი: სტანდარტული

გაკვეთილის მიზანი:

 

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

 

მოსწავლე მოისმენ ტექსტდა ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);

მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  ტექსში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.).

მოსწავლმონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.

 


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


აქტივობა - საორგანიზაციო ნაწილი
·         მოსწავლეთა დასწრების ორგანიზაცია;

·         გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მასწავლებელი შემოდის კლასში, ესალმება მოსწავლეებს, კითხულობს სიას, აკეთებს ჩანაწერებს ჟურნალში.

მთელი კლასი
გაკვეთილის თემა,  მიზანი და შეფასების რუბრიკა წინასწარ იქნება გამზადებული ფორმატზე და გამოკრული თვალსაჩინო ადგილზე

2 წთ.
2



აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება (გამოწვევის ფაზა)
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება, რათა შემდგომში მასზე დაყრდნობით მოახდინოს ახალი მასალის დაშენება.

მასწავლებელი მოსწავლეებს გამოიკითხავს საშინაო დავალებას (მოსწავლეები მსჯელობენ ნაწარმოების მათეული დასასრულის შესახებ).

კითხვა-პასუხი:



მთელი კლასი

4 წთ.
3
აქტივობა:  მასწავლებლის მინი ლექცია.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემურ სიტუაციაზე ფიქრი და მათი გადაჭრის გზების ძიება. შეძლონ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ტექსტში მოცემული ფაქტების შესახებ და გაეცნონ ბავშვთა უფლებების  კონვენციას.
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი საუბრობს იმ ეპოქაზე, როდესაც დაიწერა ეს მოთხრობა, კერძოდ მეოცე საუკუნეში, როდესაც არ არსებობდა სრულყოფილი სამართლებრივი სახელმწიფო, რაც იმაში გამოიხარებოდა, რომ ილახებოდა ადამიანთა უფლებები, რომ სწორეს ამის გამო 1989 წელს 20 ნოემბერს შეიქმნა ბავშვშვის უფლებათა კონვენცია, რომლის მიზანსაც ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილება წარმოადგენდა.
მინი ლექცია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით
მთელი კლასი
პროექტორი, ეკრანი, ნოუთბუქი წინასწარ გამზადებული პრეზენტაცია
5 წთ.
3



აქტივობა:( სიღრმისეული წვდომა) მასწავლებელი მოსწავლეებ ჯგუფებში ურიგებს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან ცალკეულ მუხლებს და მოსწავლეები მას შეუსაბამებენ შესაბამის ეპიზოდს ნაწარმოებიდან.
მიზანი: მოსწავლეებმა გაიაზრონ ბავშვთა უფლებების კონვენცია და დააკავშირონ ის შესწავლილ თემასთან.

·         აქტივობის მსვლელობა

Iჯგუფი:

·          
მუხლი 3
ყველა მოქმედების დროს, რომელიც ბავშვს ეხება, დაცული უნდა იყოს მისი ინტერესები. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის ინტერესების დაცვაზე.

IIჯგუფი:


მუხლი 12
ბავშვს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი ისეთ საკითხებზე, რომელიც მას ეხება.

III ჯგუფი:


მუხლი 27
ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში.

 IV ჯგუფი :


მუხლი 4
სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად.


ჯგუფური მუშაობა

მცირე  ჯგუფები

წინასწარ გამზადებული დავალებები

10 წთ.
4.
აქტივობა: პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: საჯარო გამოსვლისა და მსჯელობის უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა:
სამუშაოს დასრულების შემდეგ, მასწავლებელი გამოიძახებს პრეზენტატორებს, რომლებიც წარადგენენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

საჯარო პრეზენტაცია
პრეზენტატორების საჯარო გამოსვლა

4 წთ.
5
აქტივობა: ჯგუფური სამუშაო
მოსწავლეები კვლავ მუშაობენ ჯგუფებში. მათ ევალებათ შექმნან პლაკატი, რომლითაც ისინი გამოექომაგებიან ძალადობის მსხვერპლ პერსონაჟს მოთხრობა „ბიჭი და ძაღლიდან“
მოსწავლეები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
ჯგუფური სამუშაო
მცირე ჯგუფები
მოსწავლეთა მიერ დამზადებული პლაკატები
10 წთ.
7
აქტივობა: შეჯამება (რეფლექსია)
მოსწავლე და მასწავლებელი ერთად შეაჯამებენ გაკვეთილს. მასწავლებელი კიდევ ერთხელ გაამეორებინებს მათ, რომ ძალადობა დასაგმობია და მისი ნებისმირი ფორმით გამოვლენა კანონოთ დასჯადია.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი


8



აქტივობა -შეფასება

განმავითარებელი. მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისაკენ და იყენებს განმავითარებელ შეფასებას. მასწავლებელი აფასებს გაკვეთილის პროცესში ჩართულობას და პრეზენტაციას. მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს, რასაც მასწავლებელი გამოიყენებს მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას.
წინასწარ გამზადებული კრიტერიუმები
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
3 წთ.
9
აქტივობა-საშინაო დავალება  
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებმა სახლში დაწერონ საკუთარი მოსაზრებები თემაზე: „როგორ დავძლიოთ ძალადობა.“



2 წთ.
10
სათადარიგო აქტივობა:
თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ დრო რჩება, მაშინ სთხოვს მოსწავლეებს ტექსტში მოიძიონ ძალადობის ამსახველი ეპიზოდები და ისაუბრონ იმაზე, თუ რამდენად საჭირო იყო ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შექმნა.
ჯგუფური მუშაობა
მცირე ჯგუფები
სახლემძღვანელო


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:


ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ

 

მოსწავლე მოისმენ ტექსტდა ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);

მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  ტექსში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.).

მოსწავლმონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.









დანართი:1
შეფასება:
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფია წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ყველა ჩართულია მუშაობაში
ურთიერთმოსმენისა და აზრის გამოთქმის უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ ნაკლებად და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ერთმანეთს უსმენენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.











პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

რიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
თემის გასაგებად წარმოდგენა
ვერ წარმოადგენს თემას გასაგებად
წარმოადგენს თემას გასაგებად, მაგრამ არა არგუმენტირებულად
თემას წარმოადგენს გასაგებად. მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტებით.
ინფორმაციის ფლობის უნარი
ვერ ფლობს საჭირო ინფორმაციას, არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა
ფლობს საჭირო ინფორმაციას, მაგრამ არ შეუძლია დასაბუთებული მსჯელობა.
ფლობს საჭირო ინფორმაციას. მოსაზრებებს ამყარებს არგუმენტებით და დამაჯერებლად ასაბუთებს.











მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
ვიყავი თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართული?

კი
არა
ნაწილობრივ
საინტერესოდ და ჩემთვის გასაგებედ ახსნა თუ არა მასწავლებელმა ახალი მასალა?

კი
არა
ნაწილობრივ
იყო თუ არა გაკვეთილი ჩემთვის საინტერესო?

კი
არა
ნაწილობრივ
რა გავაკეთე კარგად და რა იყო ჩემი წარმატების მიზეზი?





რა ვერ გავაკეთე კარგად და რა იყო ჩემი წარუმატებლობის მიზეზი?











გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  დარეჯან აბაშიძე
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო, მე-5დ კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
გაკვეთილის თემა: იაკობ გოგებაშვილის მეფე დემეტრე თავდადებული.
გაკვეთილის ტიპი: სტანდარტული

გაკვეთილის მიზანი:

 

ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

 

მოსწავლე მოისმენ ტექსტდა ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);

მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  ტექსში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.).

მოსწავლმონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.

 


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


აქტივობა - საორგანიზაციო ნაწილი
·         მოსწავლეთა დასწრების ორგანიზაცია;

·         გაკვეთილის თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მასწავლებელი შემოდის კლასში, ესალმება მოსწავლეებს, კითხულობს სიას, აკეთებს ჩანაწერებს ჟურნალში.

მთელი კლასი
გაკვეთილის თემა,  მიზანი და შეფასების რუბრიკა წინასწარ იქნება გამზადებული ფორმატზე და გამოკრული თვალსაჩინო ადგილზე

2 წთ.
2



აქტივობა: წინარე ცოდნის გააქტიურება (გამოწვევის ფაზა)
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წინარე ცოდნის გააქტიურება, რათა შემდგომში მასზე დაყრდნობით მოახდინოს ახალი მასალის დაშენება.

მასწავლებელი მოსწავლეებს გამოიკითხავს საშინაო დავალებას და სვავს შეკითხვებს:
1.       რა გრძნობას ამჟღავნებს პოეტი სტრიქონებში: „შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი, ქართულო ცაო...“
2.       რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას სამკვიდრო და შეაფასეთ, რატომ შეარჩია პოეტმა სწორედ ეს სიტყვა: „ სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა...“
3.       განმარტეთ, რას გულისხმობს პოეტი ამ სტრიქონებში: „შენი დიდების მომღერალია ოშკი და ზარზმა, ბებერი ტაო...“
4.       საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს ზარზმის მონასტერი? ოშკი?
5.       რა იცით ტაო-კლარჯეთის ისტორიული წარსულის შესახებ?
(მოსწავლეები მსჯელობენ გაკვეთილის საკვანძო საკითხების ირგვლივ და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ნაწარმოებში მოცემული ფაქტების მიმართ).

კითხვა-პასუხი:



მთელი კლასი

4 წთ.
3
აქტივობა:  მასწავლებლის მინი ლექცია.
მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „მეფე დემეტრე თავდადებული“
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პრობლემურ სიტუაციაზე ფიქრი და მათი გადაჭრის გზების ძიება. შეძლონ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება ტექსტში მოცემული ფაქტების შესახებ. იმსჯელონ მთავარ პერსონაჟზე და გამოკვეთონ მის ნაკლოვანებასთან, ისეთი ღირსეული მხარე, რამაც განაპირობა მისი წმინდანად შერაცხვა მადლიერი შთამომავლობის მიერ.

მინი ლექცია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით
მთელი კლასი
პროექტორი, ეკრანი, ნოუთბუქი წინასწარ გამზადებული პრეზენტაცია
5 წთ.
4



აქტივობა:( სიღრმისეული წვდომა) მასწავლებელი მოსწავლეებ ჯგუფებში ურიგებს ფურცლებს და სთხოვს მოცემული ტექსტის მიხედვით შეაფასონ მეფის არჩევანი. სიცოცხლისა და ამქვეყნიური ცხოვრების მოყვარული მეფე როგორ გახდა ხალხის სათაყვანებელი მეფე, სხვა გზა არ ჰქონდა და იმიტომ? (დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება)


ჯგუფური მუშაობა

მცირე  ჯგუფები

წინასწარ გამზადებული დავალებები

10 წთ.
5
აქტივობა: პრეზენტაცია
აქტივობის მიზანი: საჯარო გამოსვლისა და მსჯელობის უნარების განვითარება.
აქტივობის აღწერა:
სამუშაოს დასრულების შემდეგ, მასწავლებელი გამოიძახებს პრეზენტატორებს, რომლებიც წარადგენენ ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

საჯარო პრეზენტაცია
პრეზენტატორების საჯარო გამოსვლა

4 წთ.
6
აქტივობა: მასწავლებელი საუბრობს იმ ეპოქაზე, რომლის დროსაც ცხოვრობდა მეფე დემეტრე თავდადებული. ხაზს უსვამს მისი ცხოვრების აუცილებელ, მნიშვნელოვან დეტალებს და წარმოაჩენს იმ შედეგებს, რისთვისაც უყოყმანოდ თავი გაწირა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა 30 წლის ჭაბუკმა მეფემ.
მასწავლებლის მინი- ლექცია

პროექტორი, ეკრანი, ნოუთბუქი წინასწარ გამზადებული პრეზენტაცია

7
აქტივობა: ჯგუფური სამუშაო
მოსწავლეები კვლავ მუშაობენ ჯგუფებში. მასწავლებელი აჩვენებს ნაწყვეტს ფილმიდან მეფე დემეტრე თავდადებული“ მოსწავლეებს ჯგუფებში ევალებათ ნანახი ეპიზოდის მიხედვით მოკლედ დაახასიათონ მეფე. გამოკვეთონ მისი საუბრის მანერა და მიზანი, თუ რატომ გასწირა თავი სამშობლოს კეთილდღეობისათვის.
მოსწავლეები აკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას.
ჯგუფური სამუშაო
მცირე ჯგუფები

10 წთ.
8
აქტივობა: შეჯამება (რეფლექსია)
მოსწავლე და მასწავლებელი ერთად შეაჯამებენ გაკვეთილს. მასწავლებელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომლის დროსაც მოუხდა ცხოვრება მეფე დემეტრეს და დაასაბუთებენ, რომ იმ სიტუაციაში, რაც მაშინდელ საქართველოში სუფევდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რაც დაუფასა კიდეც მადლიერმა შთამომავლობამ.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი


9



აქტივობა -შეფასება

განმავითარებელი. მასწავლებელი მოსწავლეთა ყურადღებას წარმართავს შეფასების რუბრიკისაკენ და იყენებს განმავითარებელ შეფასებას. მასწავლებელი აფასებს გაკვეთილის პროცესში ჩართულობას და ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების კითხვარს, რასაც მასწავლებელი გამოიყენებს მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას.
წინასწარ გამზადებული კრიტერიუმები
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
3 წთ.
10
აქტივობა-საშინაო დავალება  
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებმა სახლში დაწერონ თხრობის გეგმა ტექსტის შვიდი აბზაცის მიხედვით.



2 წთ.
11
სათადარიგო აქტივობა:
თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ დრო რჩება, მაშინ სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ და ისაუბრონ იმ პირთა ცხოვრებაზე, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ასევე ეწოდათ თავდადებული.
ჯგუფური მუშაობა
მცირე ჯგუფები
სახლემძღვანელო


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:


ქართ.დაწყ.(II).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ნაცნობი ტექსტების ინტერპრეტირება და შეფასება; მათ მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასება (საწყის დონეზე).

შედეგი თვალსაჩინოა, თუ

მოსწავლე მოისმენ ტექსტდა ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);

მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას  ტექსში გადმოცემული ფაქტების მიმართ (დადებითად/უარყოფითად ვაფასებ; აღმაფრთოვანა/აღმაშფოთა და სხვ.).

მოსწავლმონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ.











დანართი:1
შეფასება:
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფია წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია მუშაობაში
ყველა ჩართულია მუშაობაში
ურთიერთმოსმენისა და აზრის გამოთქმის უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არის ხმაური და არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ ნაკლებად და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ერთმანეთს უსმენენ და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.











მოსწავლის თვითშეფასების კითხვარი
ვიყავი თუ არა საგაკვეთილო პროცესში ჩართული?

კი
არა
ნაწილობრივ
საინტერესოდ და ჩემთვის გასაგებედ ახსნა თუ არა მასწავლებელმა ახალი მასალა?

კი
არა
ნაწილობრივ
იყო თუ არა გაკვეთილი ჩემთვის საინტერესო?

კი
არა
ნაწილობრივ
რა გავაკეთე კარგად და რა იყო ჩემი წარმატების მიზეზი?





რა ვერ გავაკეთე კარგად და რა იყო ჩემი წარუმატებლობის მიზეზი?

















No comments:

Post a Comment

სსიპ ქალაქ თბილისის N99 საჯარო სკოლა

ქართული ენისა და ლიტერეტურის პედაგოგი: დარეჯან აბაშიძე